ჩვენ შესახებ
WAVETO.AI ქმნის ხმოვან და საუბრის ხელოვნურ ინტელექტს ქართული ბიზნესისთვის. ჩვენი ასისტენტები პასუხობენ სატელეფონო ზარებს, წერენ WhatsApp-ზე, Messenger-სა და Instagram-ზე: ქართულად, ინგლისურად და რუსულად, 24/7.
რას ვაკეთებთ
მართვის სისტემები
ბიზნესზე მორგებული მართვის სისტემები: დავალებები პერსონალზე ავტომატურად ნაწილდება, ანალიტიკა კი ცოცხალია.
ხმოვანი ასისტენტი
პასუხობს ზარებს, ჯავშნის, აგროვებს ლიდებს.
ჩატ-ასისტენტი
WhatsApp, Messenger, Instagram და ვებგვერდი, ერთი ტვინით.
AI მარკეტინგი
Facebook და Instagram რეკლამის მართვა და ლიდების კვალიფიკაცია.
რატომ ჩვენ
Waveto.ai სააგენტოა, რომელიც ბიზნესს მასზე მორგებულ მართვის სისტემებს და AI ასისტენტებს უწყობს. ჩვენთვის მთავარია, რომ სისტემა თქვენს გუნდს საქმეს რეალურად უმსუბუქებდეს და ახალ სამუშაოს არ უჩენდეს.
სისტემა თქვენს პროცესზეა აწყობილი
მზა ყუთს არ გთავაზობთ. ჯერ ვსწავლობთ, როგორ მუშაობთ, და მხოლოდ შემდეგ ვაწყობთ.
უმტკივნეულო დანერგვა
თქვენს სამუშაო პროცესს არ ვცვლით. გადასვლა მინიმალური დისკომფორტით ხდება და კადრებს მხოლოდ მინიმალური გადამზადება სჭირდებათ.
ყველაფერი ერთი გუნდისგან
მართვის სისტემა, ხმოვანი და ჩატ-ასისტენტი და AI მარკეტინგი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რადგან ერთი გუნდი აწყობს.
მცირე და მობილური გუნდი
პრობლემის შემთხვევაში პირდაპირ იმ გუნდს უკავშირდებით, რომელმაც სისტემა ააწყო. ბიუროკრატიის გარეშე, სწრაფად ვაგვარებთ.
ქართულად, ბუნებრივი ხმით
ასისტენტი ქართულად, ინგლისურად და რუსულად საუბრობს, დღისით და ღამით.
კონტროლი თქვენთან რჩება
ხედავთ, რას აკეთებს სისტემა, და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თქვენ ამტკიცებთ.
გაშვების შემდეგაც გვერდით ვართ
გაშვების პირველივე დღიდან გვერდით ვართ, ვაკვირდებით შედეგს და სისტემას თქვენთან ერთად ვაუმჯობესებთ.
უკვე მუშაობს რეალურ ბიზნესში
ჩვენი სისტემები უკვე მუშაობს Toyota Center Tbilisi-ში, კლინიკებში (ინოვა, ბოხუა, ჟორდანია), Pineo-სა და ABM-ში.
იურიდიული ინფორმაცია
დაგვიკავშირდით- კომპანია
- შპს "ვეივთუ.ეი აი"
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 405829108
- მისამართი
- ვასილ ბარნოვის ქ. N60, თბილისი, საქართველო
- ელ. ფოსტა
- [email protected]
- ტელეფონი
- +995 32 202 21 19
