WaveTO.AI: კომპანია და ტექნოლოგია

WaveTO.AI არის თბილისში, საქართველოში დაფუძნებული კომპანია, რომელიც ქართული ბიზნესისთვის აწყობს ქართულენოვან ხმოვან AI ბოტებს, ჩატბოტებს, CRM-ს და AI-ზე დაფუძნებულ ERP-ს.

კომპანია მოკლედ

  • სახელი: WaveTO.AI
  • იურიდიული პირი: შპს "ვეივთუ.ეი აი", საიდენტიფიკაციო კოდი 405829108
  • მდებარეობა: თბილისი, საქართველო. ვემსახურებით მთელ საქართველოს
  • ტელეფონი: +995 32 202 21 19
  • ელ. ფოსტა: [email protected]
  • ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
  • დაარსების თარიღი: 2026 წლის 13 იანვარი
  • გუნდი: 7 ადამიანი, საბჭოს ჩათვლით

დამფუძნებლები

WaveTO.AI დააფუძნეს გიორგი ლიპარტელიანმა და გვანცა დარასელიამ.

რას ვაკეთებთ

  • შემომავალი და გამავალი ხმოვანი AI ბოტები ტელეფონისთვის
  • ჩატბოტები WhatsApp-ზე, Messenger-ზე, Instagram-ზე და ვებგვერდზე
  • ბიზნესზე მორგებული CRM და მართვის სისტემები
  • AI-ზე დაფუძნებული ERP და FINA ინტეგრაცია
  • AI მარკეტინგი: Facebook და Instagram რეკლამის მართვა და ლიდების კვალიფიკაცია

ტექნოლოგია

ჩვენ თვითონ ვქმნით მეტყველების ამოცნობის (STT) და ხმის სინთეზის (TTS) მოდელებს ქართული ენისთვის. ჩვენი STT მოდელი ნამდვილ სატელეფონო ზარებზეა გაწვრთნილი და ჩვენს ტესტებში ქართულ სატელეფონო საუბარზე Google-ისა და Azure-ის მეტყველების ამოცნობაზე უკეთესი შედეგი აჩვენა. 2026 წლის ნოემბრის ტესტში, ნამდვილი ქართული სატელეფონო ზარების ხელით მონიშნულ მონაკვეთებზე, ჩვენი მოდელის სიმბოლოების შეცდომის მაჩვენებელი (CER) იყო 9.5% ხმოვან ბოტთან საუბრებზე და 11.1% ოპერატორთან საუბრებზე. იმავე ჩანაწერებზე Azure Speech-ის შედეგი იყო 10.5% და 13.9%, Google Speech-ის (chirp_2) კი 20.7% და 27.6%. ტესტის ზარები იმავე სატელეფონო ხაზიდანაა, რომლის სხვა ზარებზეც მოდელი გაიწვრთნა.

ასისტენტი საუბრობს ჩვენ მიერ შექმნილი ქართული ხმებით. ხმას, ტემპს და ტონს თქვენს ბრენდს ვუსადაგებთ.

შეგვიძლია შევქმნათ ლოკალური მოდელები, რომლებიც თქვენს საკუთარ სერვერზე მუშაობს: ზარები, ჩანაწერები და მონაცემები თქვენს ქსელში რჩება და ინტერნეტში არ გადის.

STT მოდელი გაწვრთნილია ჩვენს საკუთარ მონაცემებზე, ნამდვილ ქართულ სატელეფონო ზარებზე. მონაკვეთები, რომლებშიც პერსონალური მონაცემებია (სახელები, პირადი ნომრები, ტელეფონები, მისამართები), წვრთნამდე ამოღებულია. ჩვენი ქართული ხმები ჩაწერილ ქართულ მეტყველებაზეა გაწვრთნილი.

ეს არ არის მხოლოდ სხვისი API-ზე დადებული გარსი: მონაცემებს თვითონ ვაგროვებთ და ვნიშნავთ და მოდელებს თვითონ ვწვრთნით. ჩვენს ღრუბლოვან დანერგვებში ამოცნობისა და ხმისთვის წამყვან ღრუბლოვან მეტყველების მოდელებს ვიყენებთ და თითოეული პროექტისთვის სისწრაფისა და ხმის ბუნებრიობის მიხედვით ვარჩევთ. ჩვენი საკუთარი მოდელები იმ კლიენტებისთვისაა, რომლებსაც სჭირდებათ, რომ მეტყველების დამუშავება საკუთარ სერვერზე მუშაობდეს.

ასისტენტები დაკავშირებულია კლიენტის კალენდართან, CRM-თან და ბუღალტერიასთან.

ვისთან ვმუშაობთ

ჩვენი სისტემები ყოველდღე მუშაობს ნამდვილ ბიზნესში.

  • Toyota Center Tbilisi: გაყიდვების ასისტენტი ტელეფონზე, WhatsApp-სა და Messenger-ზე
  • კლინიკები ინოვა, ბოხუა და ჟორდანია: ვიზიტების დადასტურების ზარები
  • Pineo: ცხელი ხაზის ხმოვანი ასისტენტი, CRM და ვებ ასისტენტი
  • ABM: მართვის სისტემა FINA-ს მონაცემებზე

როგორ ვმუშაობთ

მცირე და მობილური გუნდი ვართ. პრობლემის შემთხვევაში პირდაპირ იმ ადამიანებს უკავშირდებით, ვინც სისტემა ააწყო. გაშვების შემდეგაც გვერდით ვართ და სისტემას თქვენთან ერთად ვაუმჯობესებთ.

დაგვიკავშირდით: +995 32 202 21 19, [email protected].

დაგვიკავშირდით
გამარჯობა! როგორ შემიძლია დაგეხმაროთ?