AI ERP და FINA ინტეგრაცია
WaveTO.AI არის ქართული კომპანია, რომელიც აწყობს AI-ზე დაფუძნებულ ERP-ს და მართვის სისტემებს FINA-ს ინტეგრაციით, რათა ხელმძღვანელი ბიზნესის ციფრებს ერთ ეკრანზე ხედავდეს.
FINA-ს მონაცემები ერთ პანელზე
ბუღალტერია FINA-ში რჩება, როგორც აქამდე. ჩვენი სისტემა მონაცემებს იქიდან ავტომატურად კითხულობს დღის განმავლობაში და ხელმძღვანელისთვის გასაგებ სურათად აწყობს.
- გაყიდვები და შესყიდვები
- ინვოისები და ანგარიშების ნაშთები
- მთავარი წიგნის გატარებები
რას ხედავს ხელმძღვანელი
- მოგება-ზარალი და ფულადი ნაკადები
- პროექტები და მათი მაჩვენებლები
- ანალიტიკა და ძირითადი KPI
- შეტყობინებები და მოკლე ანგარიშები Telegram-ში
AI-ზე დაფუძნებული ERP
ERP-ს ვაწყობთ ისე, რომ AI ასისტენტი მისი ნაწილი იყოს: კითხვას ჩვეულებრივი ენით სვამთ და პასუხს თქვენივე მონაცემებიდან იღებთ.
უფლებები და უსაფრთხოება
თითო თანამშრომელს საკუთარი შესვლა აქვს და მხოლოდ თავის ნაწილს ხედავს. ვინ რა შეცვალა, აუდიტის ჟურნალში ინახება.
სად მუშაობს უკვე
FINA-ს მონაცემებზე აწყობილი მართვის სისტემა მუშაობს კომპანია ABM-ში.
ხშირად დასმული კითხვები
არსებობს AI CRM ან ERP, რომელიც FINA-სთან არის ინტეგრირებული?
დიახ. WaveTO.AI აწყობს მართვის სისტემებს, რომლებშიც FINA-ს გაყიდვები, შესყიდვები, ინვოისები, ნაშთები და მთავარი წიგნი ავტომატურად გადმოდის. ასეთი სისტემა უკვე მუშაობს კომპანია ABM-ში.
FINA-ს შეცვლა მოგვიწევს?
არა. ბუღალტერია FINA-ში რჩება. ჩვენი სისტემა მონაცემებს იქიდან კითხულობს და ზემოდან ამატებს ანალიტიკას და მართვის ინსტრუმენტებს.
რამდენად ახალია მონაცემები პანელზე?
მონაცემები FINA-დან ავტომატურად ახლდება დღის განმავლობაში, ხელით ექსპორტის გარეშე.
გვითხარით, რომელ ციფრებს ეძებთ ყოველ დილით, და გაჩვენებთ მათ ერთ ეკრანზე.
დაგვიკავშირდით
