ინდუსტრიები

ვაწყობთ თქვენს ბიზნესზე მორგებულ მართვის სისტემებს და AI ასისტენტებს. აირჩიეთ თქვენი სფერო და ნახეთ, რას ვაკეთებთ მასში.

ავტოინდუსტრია

სერვისზე ჩაწერა აღარ იკარგება გამოტოვებულ ზარში.

სად იკარგება დრო და ფული

  • პიკის საათებში ზარების ნაწილი უპასუხოდ რჩება და კლიენტი სხვა სერვისში მიდის.
  • ჩაწერილი კლიენტი არ მოდის, ბოქსი კი ცარიელი დგას.
  • „მზად არის ჩემი მანქანა?“ ამ კითხვაზე პასუხს მიმღები მთელ დღეს ანდომებს.

რას ვაწყობთ

ხმოვანი ასისტენტი ჩაწერისთვის

პასუხობს ყველა ზარს, არჩევს თავისუფალ დროს და ვიზიტს წინა დღეს ახსენებს.

სერვისის მართვის სისტემა

ბოქსების განრიგი, შეკვეთები და ნაწილები ერთ ეკრანზე. დავალებები ხელოსნებზე ავტომატურად ნაწილდება.

მანქანის სტატუსი ჩატში

კლიენტი WhatsApp-ში ან Messenger-ში ხედავს, რა ეტაპზეა მისი მანქანა.

განვიხილოთ თქვენი შემთხვევა
შემომავალი ზარი · ავტოსერვისი ნიმუში

გამარჯობა, ავტოსერვისი გისმენთ. რით დაგეხმაროთ?

ზეთის შეცვლაზე მინდა ჩაწერა.

ხვალ თავისუფალია 11:00 და 15:30. რომელი გაწყობთ?

11:00.

ჩაგწერეთ ხვალ 11:00-ზე. დღეს საღამოს შეგახსენებთ.

ჯანდაცვა

რეგისტრატურა, რომელიც არცერთ ზარს არ ტოვებს უპასუხოდ.

სად იკარგება დრო და ფული

  • რეგისტრატურა ყველა ზარს ვერ ასწრებს, პაციენტი კი მეორედ აღარ რეკავს.
  • გაუქმებული ვიზიტის დრო ცარიელი რჩება, რადგან გვიან იგებთ.
  • ექიმების, პაციენტების და ფინანსების მონაცემები სხვადასხვა ფაილშია გაფანტული.

რას ვაწყობთ

AI ასისტენტი და CRM რეგისტრატურისთვის

ადასტურებს, გადაჯავშნის და აუქმებს ვიზიტებს ტელეფონით, კლინიკის რეალურ განრიგზე დაყრდნობით.

მართვისა და ანალიტიკის სისტემა

ექიმები, პაციენტები და ფინანსები ერთ სივრცეში. დავალებები პერსონალზე ავტომატურად ნაწილდება.

ორივე სისტემა უკვე მუშაობს ქართულ კლინიკებში.

შემომავალი ზარი · კლინიკა ნიმუში

გამარჯობა, კლინიკის რეგისტრატურა გისმენთ. რით დაგეხმაროთ?

ხვალინდელი ვიზიტის გადატანა მინდა.

თქვენს ექიმთან თავისუფალია ხუთშაბათი, 12:30. გადავიტანო?

დიახ, გადაიტანეთ.

გადავიტანე ხუთშაბათს, 12:30-ზე. ხვალინდელი დრო გათავისუფლდა.

უძრავი ქონება

გაყიდვების გუნდი მხოლოდ სერიოზულ მყიდველს ესაუბრება.

სად იკარგება დრო და ფული

  • მენეჯერების დროის დიდი ნაწილი მიდის კითხვებზე, რომლებიც გაყიდვით არ მთავრდება.
  • საღამოს და შაბათ-კვირას შემოსული მოთხოვნა პასუხს ორშაბათამდე ელოდება.
  • არ ჩანს, რომელი რეკლამიდან მოდის მყიდველი და რომლიდან მხოლოდ ცნობისმოყვარე.

რას ვაწყობთ

ლიდების კვალიფიკაცია

ასისტენტი ზარით ან ჩატით არკვევს ბიუჯეტს, ფართს და ვადას, მენეჯერს კი მზა ლიდს გადასცემს.

ობიექტების და ფასების ბაზა

ბინები, სტატუსები და ფასები ერთ სისტემაში, საიდანაც ასისტენტი ზუსტ პასუხს იღებს.

ჩვენების დაგეგმვა

ასისტენტი ჩვენებას მენეჯერის კალენდარში ნიშნავს და ორივე მხარეს ახსენებს.

რეკლამის ანალიზი

ხედავთ, რომელ კამპანიას მოჰყავს ნამდვილი მყიდველი.

განვიხილოთ თქვენი შემთხვევა
საიტის ჩატი · დეველოპერული კომპანია ნიმუში

გამარჯობა! რა ტიპის ბინას ეძებთ?

ოროთახიანს, 150 000 ლარამდე.

ამ ბიუჯეტში სამი ვარიანტი გვაქვს. როდის გეგმავთ შეძენას?

ორ თვეში.

შაბათს 12:00-ზე ჩვენება გაწყობთ? მენეჯერი ადგილზე დაგხვდებათ.

მასპინძლობა

ჯავშანი ნებისმიერ საათზე, სტუმრის ენაზე.

სად იკარგება დრო და ფული

  • საღამოს, როცა დარბაზი სავსეა, ტელეფონს ვერავინ პასუხობს.
  • უცხოელი სტუმარი ინგლისურად ან რუსულად წერს და პასუხს საათობით ელოდება.
  • ჯავშნები რვეულში, ტელეფონში და მესენჯერში ცალ-ცალკეა და ერთმანეთს ემთხვევა.

რას ვაწყობთ

ჯავშნის ასისტენტი

იღებს მაგიდის და ნომრის ჯავშანს ზარით და ჩატით, ქართულად, ინგლისურად და რუსულად.

პასუხი სტუმრის კითხვებზე

სამუშაო საათები, მენიუ, ფასები და მისამართი, თქვენივე ინფორმაციის მიხედვით.

ჯავშნების ერთიანი სისტემა

ყველა არხის ჯავშანი ერთ განრიგში, დღეების დატვირთვის სურათით.

განვიხილოთ თქვენი შემთხვევა
WhatsApp · რესტორანი ნიმუში

Hi! Do you have a table for four tonight at 8?

Good evening! Yes, a table for four is free at 20:00. May I have your name?

Anna.

Booked: Anna, four guests, today at 20:00. See you tonight!

რითეილი

„სად არის ჩემი შეკვეთა?“ აღარ ტვირთავს თქვენს ოპერატორებს.

სად იკარგება დრო და ფული

  • ოპერატორები დღეს ერთსა და იმავე კითხვებზე ხარჯავენ: ფასი, მარაგი, მიწოდება.
  • მყიდველი ღამით წერს, პასუხს დილით იღებს და უკვე სხვაგან აქვს ნაყიდი.
  • რეკლამას მესიჯები მოაქვს, მაგრამ არ იცით, რომელი დასრულდა გაყიდვით.

რას ვაწყობთ

შეკვეთის სტატუსი და მარაგი ჩატში

ასისტენტი შეკვეთას და მარაგს თქვენს სისტემაში ამოწმებს და მყიდველს მაშინვე პასუხობს.

Messenger ასისტენტი ფასებით

ცნობს პროდუქტის ფოტოს და ფასს თქვენი ფასების სიის მიხედვით ეუბნება.

AI მარკეტინგი

მართავს Facebook და Instagram რეკლამას და გიჩვენებთ, რომელ რეკლამას მოჰყავს ნამდვილი მყიდველი.

Messenger · ონლაინ მაღაზია ნიმუში

გამარჯობა, ჩემი შეკვეთა სად არის?

გამარჯობა! შეკვეთა კურიერთანაა და დღეს 18:00-მდე მოგივათ.

ეს სკამი ნაცრისფერშიც გაქვთ?

დიახ, ნაცრისფერი მარაგშია. დაგიმატოთ შეკვეთაში?

თქვენი ბიზნესი

თქვენი სფერო სიაში არ არის? სისტემას თქვენს პროცესზე ვაწყობთ და არა პირიქით.

  1. ვსწავლობთ თქვენს პროცესს

    ვარკვევთ, საიდან მოდის კლიენტი, სად ჩერდება საქმე და რა კეთდება ხელით.

  2. ვაწყობთ სისტემას

    მართვის სისტემა დავალებების ავტომატური განაწილებით, ხმოვანი ან ჩატ-ასისტენტი, ან ყველა ერთად, თქვენს ხელსაწყოებთან დაკავშირებული.

  3. ვუშვებთ და გვერდით ვრჩებით

    სამუშაო პროცესი არ ჩერდება და კადრებს მხოლოდ მინიმალური გადამზადება სჭირდებათ. შემდეგ ვაკვირდებით შედეგს და სისტემას თქვენთან ერთად ვაუმჯობესებთ.

მოგვიყევით თქვენს ბიზნესზე
გამარჯობა! როგორ შემიძლია დაგეხმაროთ?