სერვისები

მართვის სისტემები

ბიზნესზე მორგებული მართვის სისტემები: დავალებები პერსონალზე ავტომატურად ნაწილდება, ანალიტიკა კი ცოცხალია.

ხმოვანი ასისტენტი

პასუხობს ზარებს, ჯავშნის, აგროვებს ლიდებს.

ჩატ-ასისტენტი

WhatsApp, Messenger, Instagram და ვებგვერდი, ერთი ტვინით.

AI მარკეტინგი

Facebook და Instagram რეკლამის მართვა და ლიდების კვალიფიკაცია.

სამედიცინო კლინიკებისთვის

ხელოვნური ინტელექტი, რომელიც თქვენს პაციენტებს ქართულად ესაუბრება

ვიზიტების დადასტურება, გადაჯავშნა და გაუქმება ტელეფონით, ადამიანურად, თქვენი კლინიკის რეალურ განრიგზე დაყრდნობით. პლუს სრული CRM რეგისტრატურისთვის.

რეგისტრატურის დღე ზარებში იკარგება

დაუდასტურებელი ვიზიტები

პაციენტი არ მოდის, ექიმის დრო იკარგება, სხვა პაციენტს კი ეს დრო სჭირდებოდა.

ასობით ერთნაირი ზარი

„ხვალ მოხვალთ?“ ყოველდღე, ხელით, თითო პაციენტთან. ამ დროს რეგისტრატურა მისულ პაციენტებს ვერ ემსახურება.

ცვლილებები და ავრალები

ექიმი მოულოდნელად ვერ მიიღებს: ყველა პაციენტს ხელით უნდა დაურეკო და ახალი დრო შეუთანხმო.

დაკარგული ფანჯრები

გაუქმებული დრო განრიგში „დაკავებულად“ რჩება და ვერავინ იკავებს.

სისტემა თქვენს არსებულ კალენდარს უერთდება

თქვენს მუშაობაში არაფერს ცვლით და რეგისტრატურას მხოლოდ მინიმალური გადამზადება სჭირდება. ზარები შეიძლება იყოს ავტომატური, როცა სისტემა თვითონ ურეკავს ხვალინდელი ვიზიტების პაციენტებს, ან ხელით, ოპერატორის ღილაკით.

კითხულობს განრიგს

თქვენი კლინიკის კალენდარი რჩება ერთადერთ წყაროდ: ჯავშნები, ექიმების საათები, შესვენებები.

ურეკავს პაციენტს

AI ასისტენტი კლინიკის ნომრით რეკავს, ქართულად საუბრობს და პასუხს ცოცხალ საუბარში იგებს.

შედეგი კალენდარშივე ჩნდება

დადასტურება, გადატანა თუ გაუქმება მაშინვე აისახება განრიგში, პაციენტი კი SMS‑ს იღებს.

პაციენტი ბუნებრივად პასუხობს, დანარჩენს სისტემა აკეთებს

გადატანის თხოვნისას ასისტენტი თვითონ პოულობს უახლოეს თავისუფალ დროს ექიმის რეალური განრიგიდან და სთავაზობს, ზუსტად ისე, როგორც გამოცდილი რეგისტრატორი.

ზარი კლინიკიდან ცოცხალი საუბარი

გამარჯობა, გაწუხებთ კლინიკიდან. გახსენებთ, ხვალ 11:00-ზე გაქვთ ვიზიტი ექიმ თამარ ბერიძესთან. მობრძანდებით?

ვაი, ხვალ ვერ მოვალ… სხვა დღეს თუ შეიძლება?

რა თქმა უნდა. უახლოესი თავისუფალი დროა ხუთშაბათი, თორმეტის ნახევარზე. გაწყობთ ეს დრო?

კი, კარგი.

ჩაგწერეთ. თქვენი ვიზიტი გადავიტანე, SMS‑საც მიიღებთ. გმადლობთ!

დღის ყველა ზარი ერთ ეკრანზე

ვინ დაადასტურა, ვინ ითხოვს გადატანას, ვისთან ვერ შედგა კავშირი: სტატუსები ავტომატურად ივსება.

  • ექიმის კვირა თვალნათლივგანრიგის ხედში ჩანს ყველა თავისუფალი დრო. ჩაწერა და წაშლა პირდაპირ იქიდან, ერთი დაწკაპუნებით.
  • ექიმი მოულოდნელად ვერ მიიღებს?სისტემა თვითონ პოულობს ყველა პაციენტს, ვისი ვიზიტიც ვეღარ შედგება, და ატყობინებს რეგისტრატურას. ასისტენტი ბოდიშს იხდის და ახალ დროს სთავაზობს.
თქვენი-კლინიკა.crm
10:00 თ. ბერიძენ. მაისურაძე მოვა
10:30 თ. ბერიძეგ. წიკლაური გადატანა ითხოვა
11:00 ლ. კახიძემ. გელაშვილი დარეკვა
11:30 ლ. კახიძეს. ჯაფარიძე გაუქმდა
ექიმი ვერ მიიღებს: ლ. კახიძე9 სექტემბერი · დასარეკია 3 პაციენტი

ბოლო სიტყვა ყოველთვის ადამიანისაა

ზარები ავტომატურად ან ხელით

სისტემა თვითონ ურეკავს ხვალინდელი ვიზიტების პაციენტებს, ან რეგისტრატურა იწყებს ზარებს ღილაკით. რეჟიმს თქვენ ირჩევთ.

რეგისტრატორის ჩანაწერი ხელუხლებელია

რაც ადამიანმა აღნიშნა კალენდარში, სისტემა არასდროს გადააწერს.

ყოველი მოქმედება აღრიცხულია

ვინ, როდის, რომელი ვიზიტი შეცვალა: სრული ისტორია ყოველთვის ხელმისაწვდომია.

მონაცემები თქვენს კალენდარშივე რჩება

შვებულება, უქმე დღე, შეცვლილი საათები შეგყავთ ერთხელ და მთელი სისტემა მაშინვე ითვალისწინებს. არაფრის გადატანა არ გჭირდებათ.

და ეს მხოლოდ დასაწყისია

სისტემა იზრდება თქვენს საჭიროებებთან ერთად.

სოციალური ქსელები

Facebook და Instagram ჩატბოტი პაციენტების კითხვებს მესინჯერშივე პასუხობს და ჯავშნის.

იმეილების ინტეგრაცია

შემომავალი წერილების ავტომატური დამუშავება და პასუხები.

WhatsApp და SMS შეხსენებები

ავტომატური შეხსენებები ვიზიტამდე, იმ არხით, რომელსაც პაციენტი იყენებს.

სტატისტიკა და ანალიტიკა

დადასტურების მაჩვენებლები, დატვირთვა ექიმების მიხედვით, დანაკარგების სურათი.

მრავალფილიალიანი მხარდაჭერა

რამდენიმე კლინიკა თუ ფილიალი: ერთი სისტემა, საერთო სურათი.

თქვენი იდეა

სისტემას ჩვენ ვქმნით და ვავითარებთ. ახალი ფუნქცია თქვენს პროცესებზე მორგებით ემატება.

ინოვაციური მართვა და ანალიტიკა

ერთ სივრცეში ორგანიზებული მართვისა და ანალიტიკის სისტემა

კლინიკის ექიმები, პაციენტები და ფინანსები ერთ სისტემაში, რომელიც თქვენს ჩვეულ სამუშაო რიტმს არ ცვლის. დავალებები პერსონალზე თავისით ნაწილდება.

რა ართულებს კლინიკის მართვას

მონაცემთა გაბნეულობა

ინფორმაცია გაფანტულია სხვადასხვა ფაილსა და სისტემაში, რაც სწრაფ წვდომას ართულებს.

ხელით შევსება

რუტინული, განმეორებადი შრომა ზრდის მექანიკური შეცდომის რისკს და ძვირფას დროს ხარჯავს.

ანალიტიკის ნაკლებობა

ფინანსური და საოპერაციო სურათის რეალურ დროში დანახვა ხანგრძლივ ბიუროკრატიას მოითხოვს.

ინფორმაცია ხელმისაწვდომია სამედიცინო პერსონალისთვის

  • ექიმის პროფილი და გრაფიკიუფლებამოსილი პირი რამდენიმე კლიკით ამოწმებს ნებისმიერი ექიმის დატვირთვას, განრიგსა და შედეგებს.
  • პაციენტის სრული პროფილიპაციენტის მონაცემები, ჩატარებული პროცედურები და ვიზიტების ისტორია ერთიან სივრცეში.
  • დავალებების ავტომატური განაწილებადავალებები პერსონალზე ავტომატურად ნაწილდება, ხელით დარიგების გარეშე.
მართვის პანელი
ექიმის პროფილიაქტიური

დატვირთვა და გრაფიკი სრულად კონტროლირებადია

პაციენტის ბარათიხელმისაწვდომი

ცენტრალიზებული მონაცემები ერთ კლიკში

დავალებებიმიმდინარე

ნაწილდება ავტომატურად, შესრულება ჩანს რეალურ დროში

დავალებები პერსონალზე ავტომატურად ნაწილდება

მენეჯერს აღარ უწევს დავალებების ხელით დარიგება და შესრულების გამოკითხვა. სისტემა თავად ანაწილებს და აჩვენებს, რა რა ეტაპზეა.

  • ავტომატური განაწილებაახალი დავალება მაშინვე ხვდება შესაბამის თანამშრომელთან.
  • ნაკლები დრო, ნაკლები რესურსიხელმძღვანელის დრო დარიგებასა და შეხსენებაზე აღარ იხარჯება.
  • შესრულება ჩანს რეალურ დროშივინ რას აკეთებს და რა დაგვიანდა, ერთ ეკრანზე.
დავალებები · დღეს ნიმუში
პაციენტის ბარათის შევსებაექთანი შესრულდა
სადაზღვევო ფორმის გაგზავნაბუღალტერია მიმდინარე
განმეორებითი ვიზიტის ჩანიშვნარეგისტრატურა მიმდინარე
ანალიზის პასუხის გადახედვაექიმი ახალი
მინიჭებულია ავტომატურად

ცოცხალი ფინანსური ანალიტიკა და სეზონური ტენდენციები

  • შემოსავალი და გასავალი რეალურ დროშიპირდაპირი კავშირი საბუღალტრო სისტემასთან. სადაზღვევო კომპანიებთან ანგარიშსწორება და ფინანსური ნაკადები წუთობრივად ახლდება.
  • ხარჯებისა და ტრანზაქციების ავტომატური აღრიცხვაყველა ტრანზაქცია და საოპერაციო ხარჯი აღირიცხება სადაზღვევო, სახელმწიფო და კერძო დაფინანსების წყაროების მიხედვით, ადამიანური შეცდომების გარეშე.
  • სეზონურობა და ისტორიამონაცემების დაგროვებასთან ერთად ჩანს პაციენტების აქტივობა, შემოსავლები და სერვისების მარჟა წლის განმავლობაში.
ფინანსური დეშბორდი ნიმუში
შემოსავლები და ხარჯები +24.5%
შემოსავალი მარჟა

მონაცემები დაცულია

დაცვა კიბერშეტევებისგან

თანამედროვე უსაფრთხოების პროტოკოლები იცავს კლინიკის ბაზებს.

ავტომატური ბექაფი

სარეზერვო ასლები მუდმივად და ავტომატურად იქმნება, ამიტომ ინფორმაცია არ იკარგება.

წვდომების მკაცრი იერარქია

პაციენტის კონფიდენციალური მონაცემები ხელმისაწვდომია მხოლოდ შესაბამისი უფლების მქონე პერსონალისთვის.

დანერგვის შემდეგ თქვენი ჩვეული რიტმი არ იცვლება

დანერგვა უმტკივნეულოა: პერსონალს გარემოს შეცვლა არ უწევს და მხოლოდ მინიმალური გადამზადება სჭირდება. სისტემა ანაცვლებს ხელით შევსებას, ზოგავს დროს და მარტივად იღებს ახალ ფუნქციებს, მოდულებსა და პროცესებს.

ნებისმიერი დოკუმენტი

ფორმები, შაბლონები და ინფორმაცია სრულად ციფრულდება.

WAVETO-ს დამუშავება

მონაცემები ავტომატურად სტრუქტურირდება.

თქვენზე მორგებული შედეგი

ინდივიდუალური დეშბორდები, სტატისტიკა და ფუნქციები.

უკვე მუშაობს ქართულ კლინიკებში

პლატფორმა დანერგილია რამდენიმე ქართულ კლინიკაში და ყველა ფუნქცია ერგება კლინიკის მასშტაბსა და სპეციფიკას.

AI ციფრული მდივანი 24/7

ხელმძღვანელი ნებისმიერ დროს უსვამს კითხვას ჩატბოტს ჩვეულებრივი ენით და იღებს ანალიტიკას რეალურ დროში.

AI მარკეტინგის სერვისი

Facebook რეკლამა, რომელიც ნამდვილ მყიდველებს პოულობს

ჩვენი AI მართავს თქვენს Facebook და Instagram რეკლამას, კითხულობს ყველა შემოსულ მიმოწერას და გეუბნებათ, თუ რომელი რეკლამა მოგიყვანთ ნამდვილ კლიენტებს. ყველაფერს კი მარტივი Telegram ასისტენტით, პირდაპირ ტელეფონიდან აკონტროლებთ.

ბიზნესების უმეტესობა რეკლამას ბრმად უშვებს

ხედავთ „იაფ მესიჯებს" და გგონიათ, რომ რეკლამა მუშაობს. სინამდვილეში კი არ იცით, ამ მესიჯების უკან ნამდვილი მყიდველები დგანან თუ უბრალოდ იაფი კლიკები, რომლებიც არასდროს ყიდულობენ.

კარგ ლიდს ნაგვისგან ვერ არჩევთ

Facebook გიჩვენებთ მესიჯების რაოდენობას და არა იმას, ვინ იყო ნამდვილი მყიდველი და ვინ უბრალოდ ცნობისმოყვარე.

რეკლამა შავი ყუთია

არ იცით, კონკრეტულად რომელი რეკლამა ან აუდიტორია მოგიტანთ ნამდვილ გაყიდვებს.

ლიდები ცივდება

სანამ ვინმე უპასუხებს, კლიენტი უკვე სხვაგან წავიდა. სწრაფი პასუხი = მეტი გაყიდვა.

სამი ნაწილი, რომელიც ერთად მუშაობს

ერთიანი სისტემა, რომელიც სარეკლამო ხარჯს ნამდვილ კლიენტებსა და გაყიდვებს უკავშირებს.

ავტონომიური რეკლამის მენეჯერი

რეკლამას თავად მართავს და აუმჯობესებს

უშვებს და მართავს თქვენს Facebook და Instagram კამპანიებს, ავტომატურად ტესტავს სხვადასხვა აუდიტორიას, ხარჯს აშორებს იქიდან, რაც არ მუშაობს, და ფოკუსირდება იმაზე, რაც შედეგს იძლევა.

AI ანალიტიკოსი (ტვინი)

კითხულობს ყველა მიმოწერას

ყოველ შემოსულ საუბარს აანალიზებს და ახარისხებს: ნამდვილი მყიდველი, უბრალოდ დაინტერესებული, მიტანის ზონის გარეთ თუ საჩივარი. შემდეგ გეუბნებათ, თუ რომელ რეკლამას მოჰყავს ნამდვილი კლიენტები და რომელს მხოლოდ იაფი კლიკები.

ჭკვიანი Messenger ასისტენტი

მყისიერად პასუხობს, ქართულად

კლიენტს მაშინვე პასუხობს ქართულად, ცნობს პროდუქტის ფოტოებს და თქვენივე ფასების სიის მიხედვით ეუბნება ფასს, ისე, რომ პასუხს საათობით აღარ ელოდება.

ყველაფერს თქვენ აკონტროლებთ ტელეფონიდან

ეს შავი ყუთი არ არის. მარტივი Telegram ასისტენტით ყველაფერს ხედავთ და ამტკიცებთ, სადაც და როდესაც მოგინდებათ.

  • ღილაკებით მართავთ ბიუჯეტს, Ads Manager-ის გარეშე
  • ნებისმიერ დროს ხედავთ მიმდინარე შედეგებს
  • თქვენ ამტკიცებთ: სისტემა მუშაობს თქვენთვის და არა თქვენ ნაცვლად
WAVETO ასისტენტი
ონლაინ • Telegram
აირჩიეთ მოქმედება 👇

👆 დააწკაპუნეთ ღილაკზე: ეს ცოცხალი დემოა

სხვაობა მარტივად

ჩვეულებრივი ხელსაწყოები

გიჩვენებენ ერთი მესიჯის ფასს

WAVETO.AI

გიჩვენებთ ერთი ნამდვილი კლიენტის ფასს

ვისთვის შევქმენით

ბიზნესი, რომელიც კლიენტებს რეკლამით იღებს

Facebook/Instagram რეკლამა და Messenger თქვენი მთავარი არხია.

ავეჯი, ინტერიერი და მსგავსი

მუშაობს ნებისმიერ ბიზნესზე, რომელიც ფოტოებითა და ფასებით ყიდის.

მფლობელი, ვისაც დრო არ აქვს

გსურთ შედეგი, რეკლამის ხელით მართვის გარეშე.

გსურთ AI ასისტენტი თქვენი ბიზნესისთვის?

დაგვიკავშირდით
გამარჯობა! როგორ შემიძლია დაგეხმაროთ?