AI ასისტენტი და CRM კლინიკებისთვის

WaveTO.AI არის ქართული კომპანია, რომლის AI ასისტენტი კლინიკის სახელით ურეკავს პაციენტებს ქართულად და ადასტურებს, გადაჯავშნის ან აუქმებს ვიზიტებს კლინიკის რეალურ განრიგზე დაყრდნობით.

რეგისტრატურის დღე ზარებში იკარგება

  • დაუდასტურებელი ვიზიტები: პაციენტი არ მოდის და ექიმის დრო იკარგება.
  • ასობით ერთნაირი ზარი ყოველდღე, ხელით, თითო პაციენტთან.
  • ექიმი მოულოდნელად ვერ იღებს და ყველა პაციენტს ხელით უნდა დაურეკო.
  • გაუქმებული დრო განრიგში დაკავებულად რჩება.

როგორ მუშაობს

სისტემა თქვენს არსებულ კალენდარს უერთდება, ამიტომ მუშაობის წესს არ ცვლით.

  • კითხულობს განრიგს: ჯავშნები, ექიმების საათები, შესვენებები.
  • ურეკავს პაციენტს კლინიკის ნომრით და ქართულად ესაუბრება.
  • შედეგი მაშინვე ჩნდება კალენდარში, პაციენტი კი SMS-ს იღებს.

გადაჯავშნა ექიმის რეალური განრიგიდან

თუ პაციენტი ვერ მოდის, ასისტენტი თვითონ პოულობს უახლოეს თავისუფალ დროს იმავე ექიმთან და სთავაზობს, ზუსტად ისე, როგორც გამოცდილი რეგისტრატორი.

CRM რეგისტრატურისთვის

  • დღის ყველა ზარი ერთ ეკრანზე: ვინ დაადასტურა, ვინ ითხოვს გადატანას, ვისთან ვერ შედგა კავშირი.
  • ექიმის კვირა თვალნათლივ, ჩაწერა და წაშლა ერთი დაწკაპუნებით.
  • ზარები ავტომატურად ან ოპერატორის ღილაკით: რეჟიმს თქვენ ირჩევთ.

სად მუშაობს უკვე

ვიზიტების დადასტურების ასისტენტი მუშაობს კლინიკებში ინოვა, ბოხუა და ჟორდანია. Pineo-ში ჩვენი ხმოვანი ასისტენტი ცხელ ხაზს ემსახურება.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ ადასტურებს AI ასისტენტი ვიზიტებს?

ასისტენტი კლინიკის ნომრით ურეკავს ხვალინდელი ვიზიტების პაციენტებს, ქართულად ეკითხება, მოვლენ თუ არა, და პასუხს პირდაპირ კალენდარში წერს.

რა ხდება, თუ პაციენტს დროის შეცვლა უნდა?

ასისტენტი ექიმის რეალური განრიგიდან პოულობს უახლოეს თავისუფალ დროს, სთავაზობს პაციენტს და ვიზიტს გადააქვს. ძველი დრო თავისუფლდება.

მოგვიწევს კალენდრის ან პროგრამის შეცვლა?

არა. სისტემა თქვენს არსებულ კალენდარს უერთდება და რეგისტრატურას მხოლოდ მინიმალური გადამზადება სჭირდება.

რამდენ ხანში ეშვება სისტემა კლინიკაში?

ხმოვანი ბოტის გაშვება 1 დღეშიც შეიძლება.

მოითხოვეთ დემო და მოისმინეთ, როგორ ესაუბრება ასისტენტი პაციენტს.

დაგვიკავშირდით
გამარჯობა! როგორ შემიძლია დაგეხმაროთ?