ABM: მართვის სისტემა FINA-ს მონაცემებზე
WaveTO.AI-მ კომპანია ABM-სთვის ააწყო მართვის სისტემა, რომელშიც FINA-ს ბუღალტრული მონაცემები ავტომატურად გადმოდის და ხელმძღვანელობა ბიზნესის სურათს ერთ ეკრანზე ხედავს.
კლიენტი: ABM
პრობლემა
ბუღალტრული მონაცემები FINA-ში ინახება, მაგრამ ხელმძღვანელს სხვა ჭრილი სჭირდება: გაყიდვები, ნაშთები, მოგება და პროექტები ერთად და დროულად. ამ სურათის ხელით აწყობა დროს მოითხოვს.
გადაწყვეტა
სისტემა FINA-ს უერთდება და მონაცემებს ავტომატურად აახლებს დღის განმავლობაში.
- გაყიდვები, შესყიდვები, ინვოისები, ნაშთები და მთავარი წიგნი FINA-დან.
- გვერდები: პროექტები, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადები, ანალიტიკა.
- თითო მომხმარებელს საკუთარი შესვლა და უფლებები აქვს, ცვლილებები კი აუდიტის ჟურნალში ინახება.
- Telegram ბოტი ხელმძღვანელობისთვის.
შედეგი
დღეს ABM-ის გუნდი ყოველდღე მუშაობს სისტემაში, მონაცემები კი FINA-დან ხელით ექსპორტის გარეშე ახლდება.
გსურთ მსგავსი სისტემა? დაგვირეკეთ: +995 32 202 21 19, ან მოითხოვეთ დემო.
დაგვიკავშირდით
