ინოვა, ბოხუა და ჟორდანია: ვიზიტების დადასტურება AI ზარით
WaveTO.AI-ის AI ასისტენტი კლინიკების ინოვა, ბოხუა და ჟორდანია სახელით ყოველდღე ურეკავს მომდევნო დღის პაციენტებს ქართულად და ადასტურებს ან გადაჯავშნის ვიზიტებს.
კლიენტი: Innova, Bokhua, Jordania
პრობლემა
რეგისტრატურა ყოველდღე ხელით ურეკავდა პაციენტებს ერთი და იმავე კითხვით: მოხვალთ ხვალ? ამ დროს ადგილზე მისულ პაციენტებს ვერ ემსახურებოდა, დაუდასტურებელი ვიზიტი კი ექიმის დაკარგულ დროს ნიშნავს.
გადაწყვეტა
ასისტენტი კლინიკის კალენდარს უერთდება და ზარებს თვითონ ასრულებს.
- კითხულობს ხვალინდელ ვიზიტებს კლინიკის კალენდრიდან.
- ურეკავს პაციენტს და ქართულად ეკითხება, მოვა თუ არა.
- თუ პაციენტი ვერ მოდის, სთავაზობს უახლოეს თავისუფალ დროს ექიმის რეალური განრიგიდან.
- შედეგს წერს კალენდარში, პაციენტი კი SMS-ს იღებს.
- ჯავშნის წესები კლინიკის რეგისტრატურასთან ერთად არის შემოწმებული.
შედეგი
დღეს ასისტენტი სამივე კლინიკის პაციენტებს ურეკავს ყოველდღე. რეგისტრატურა ხედავს, ვინ დაადასტურა, ვინ გადაიტანა ვიზიტი და ვისთან ვერ შედგა კავშირი.
გსურთ მსგავსი სისტემა? დაგვირეკეთ: +995 32 202 21 19, ან მოითხოვეთ დემო.
დაგვიკავშირდით
