Toyota Center Tbilisi: AI გაყიდვების ასისტენტი
WaveTO.AI-მ Toyota Center Tbilisi-სთვის ააწყო AI გაყიდვების ასისტენტი, რომელიც კლიენტებს პასუხობს ტელეფონზე, WhatsApp-სა და Messenger-ზე ქართულად, ინგლისურად და რუსულად.

კლიენტი: Toyota Center Tbilisi
პრობლემა
ავტოდილერთან კლიენტები რეკავენ და წერენ მთელი დღის განმავლობაში, ხშირად სამუშაო საათების შემდეგაც. კითხვების დიდი ნაწილი მეორდება: სამუშაო საათები, მარაგში არსებული ავტომობილები, ფასები. უპასუხოდ დარჩენილი ზარი კი შეიძლება დაკარგული კლიენტი იყოს.
გადაწყვეტა
ასისტენტი Toyota Center Tbilisi-ის სახელით საუბრობს და ერთი და იმავე ინფორმაციით მუშაობს ყველა არხზე.
- პასუხობს გაყიდვების ზარებს ბუნებრივი ხმით.
- პასუხობს შეტყობინებებს WhatsApp-სა და Messenger-ზე.
- აწვდის ინფორმაციას სამუშაო საათებსა და მეორადი ავტომობილების მარაგზე, რომელიც ავტომატურად ახლდება.
- ოპერატორის ზარები და უკან გადარეკვის მოთხოვნები Bitrix24-შია დაკავშირებული.
- ხელმძღვანელობა იღებს ყოველკვირეულ ანგარიშს.
შედეგი
დღეს ასისტენტი ყოველდღე ემსახურება Toyota Center Tbilisi-ის ნამდვილ კლიენტებს სამ არხზე და სამ ენაზე.
გსურთ მსგავსი სისტემა? დაგვირეკეთ: +995 32 202 21 19, ან მოითხოვეთ დემო.
დაგვიკავშირდით
